"სასწავლო ექსკურსია"


2016 წლის 22 აპრილს ,სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის  N6 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის ფარგლებში ესტუმრნენ ხაშურის რაიონულ სასამართლოს .მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ პროცესის განხილვას,ასევე  დაათვალიერეს  სხდომათა  დარბაზები და დროებითი დაკავების საკნები, სასამართლოს მანდატურის თანხლებით.პედაგოგი დარეჯან კანთელაშვილი




                                                                             





2016 წლის 2 აპრილს,პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო სასწავლო ექსკურსია,სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს .ისინი გაეცნენ ილიაუნის სასწავლო პროგრამებსა და სიახლეებს, პრეზენტაციის ბოლოს კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები და ინოვაციების სივრცე დაათვალიერეს.ასევე სტუმრობდნენ საავიაციო უნივერსიტეტს,დაათვალიერეს აეროდინამიკის და ფრენის დინამიკის ლაბორატორია,ავიონიკის ლაბორატორია,მოინახულეს ავიასიმულატორი და გაესაუბრნენ ძრავების სპეციალისტს.პედაგოგი დარეჯან კანთელაშვილი.
ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის,დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ თამარ ხადურს.




      



















                      2016 წლის 26 თებერვალს პროფორიენტაციის ფარგლებში მოეწყო „სასწავლო ექსკურსია“ სტომატოლოგთან. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ექიმ-სტომატოლოგს ქალბატონ მარიკა კაპანაძეს და ელისო გულედანს.მოსწავლეებმა მიიღეს რჩევები თუ როგორ უნდა დაიცვან პირის ღრუს ზოგადი ჰიგიენა .ისაუბრეს კბილების გასწორებაზე,გათეთრებაზე და ბრეკეტის სახეობებზე.პედაგოგი დარეჯან კანთელაშვილი



                               


               2016 წლის 22 იანვარს,პროფორიენტაციის ფარგლებში მოეწყო „სასწავლო ექსკურსია“ .სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სილამაზის სალონ "ფარვანას".სალონის სტილისტი ქალბატონი ნონა ლომიძე ესაუბრა ბავშვებს,თუ როგორ უნდა თმის სწორი მოვლა,განიხილა თმის დაგრძელების ნიუანსები "კერატინის" საშუალებით,გააცნო სხვადასხვა პროდუქცია:ნიღბები,შამპუნები,საღებავები და თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები......პედაგოგი დარეჯან კანთელაშვილი































                 


2015 წლის 25 დეკემბერს,პროფორიენტაციის ფარგლებში მოეწყო „სასწავლო ექსკურსია“ .სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებს ბიბლიოთეკის დირექტორი მარინე დიდებულიძე ესაუბრა საბიბლიოთეკო საქმიანობისა და განყოფილებების შესახებ ,ასევე
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ისაუბრეს განხორციელებულ და მომავლისთვის დაგეგმილ პროექტებზე, მოსწავლეები დარეგისტრირდნენ მკითხველებად და ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. პედაგოგი დარეჯან კანთელაშვილი








heart ემოცი

Комментариев нет:

Отправить комментарий