კლიმოვის კლასიფიკაცია

  საინტერესოა ევგენი კლიმოვის ტესტი, რომელიც ეფუძნება შრომის საგნის მიხედვით კლასიფიცირებას.

ევგენი კლიმოვი (1930-2014წწ.) იყო რუსი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის, შრომის ფსიქოლოგიისა და პროფორიენტაციის მეთოდისტი.

                კლიმოვი - დიაგნოსტიკურ კითხვარში პროფესიებს ყოფს შრომითი ღირებულებების მიხედვით. ამ კითხვარს შეუძლია არსებითი დახმარება გაუწიოს ინდივიდუალური პრიორიტეტების გამოვლენას შრომით საქმიანობაში და ეხმარება ადამიანს აირჩიოს კონკრეტულ პროფესიათა ჯგუფი.

კლიმოვის აზრით, პროფესიები იყოფა 5 ძირითად ჯგუფად:

1.    ადამიანი - ბუნება

ამ ჯგუფის ადამიანებს შეხება აქვთ ბუნებასთან, ცხოველთა სამყაროსთან -

მაგალითად: აგრონომი, ვეტერინარი, მიკრობიოლოგი და ა.შ.

ისინი დაინტერესებულნი არიან:

●      ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების შესწავლით;

●      ცხოველებისა და მცენარეების მოვლით (ფერმერი, ზოოტექნიკოსი, მეტყევე)

●      მცენარეებისა და ცხოველების დაავადებების მკურნალობით (ვეტერინარი).

მიდრეკილებები:


●                       ცხოველებზე ზრუნვა;

●                     ავადმყოფობებთან და პარაზიტებთან ბრძოლა;

●                       ხილის და ბოსტნეულის მოშენება;

●                         დააკვირვება და შესწავლა.


გამოხატული შესაძლებლობები:


●           დაკვირვებულობა;

●         მიდრეკილება სისტემატიზაციისკენ;

●         ყურადღების კონცენტრირება;

●         ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება.



2.  ადამიანი - ტექნიკა


ამ ტიპის პროფესიებში ერთიანდება ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მანქანებთან, მექანიზმებთან და მოწყობილობებთან ურთიერთქმედებას.

უკავშირდება:





●      შექმნას, დამონტაჟებას, ტექნიკური აღჭურვილობის აწყობას (მაგ.: ინჟინერი, რადიო მემონტაჟე, შემდუღებელი);

●      ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციას (მაგ.: მძღოლი, ხარატი, მკერავი)

●      ტექნიკის შეკეთება (მექანიკოსი, ელექტრიკოსი)

მიდრეკილებები:

●       კვლევა, დაკვირვება;

●       ახალი ნიმუშების შექმნა და ცდა;

●       დაგეგმარება, კონსტრუირება, პროექტირება, შემუშავება, მოდელირება;

●       მოქმედების ახალი საშუალებების გამოგონება;

●       სამუშაო გარემოს დამოუკიდებლად მოწყობა;

●       არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება.


გამოხატული შესაძლებლობები:

●         ტექნიკური აზროვნება;

●           სივრცის აღქმა;

●         პრაქტიკული მუშაობისკენ მიდრეკილება;

●         ემოციური მდგრადობა.


3.  ადამიანი-ნიშანი

ადამიანი - ნიშნის აღმნიშვნელ სისტემად შეიძლება გამოდგეს ციფრები. რიცხვითი მნიშვნელობები, კოდები, სიმბოლოები, ტექსტები.

პროფესიები დაკავშირებულია:

●      ტექსტებთან (კორექტორი, მთრგმნელი, მემანქანე...);

●      ციფრებთან, ფორმულებთან და ცხრილებთან (პროგრამისტი, ოპერატორი, ბუღალტერი, მოლარე...);

●      ნახაზებთან, რუკებთან;

●      სქემებთან (შტურმანი, მხაზველი, კარტოგრაფი...);

●      ხმოვან სიგნალებთან (რადისტი, ტელეფონისტი...).


მიდრეკილებები:

●       ტექსებისა და ცხრილების დამუშავება;

●         ანგარიშებისა და გამოთვლების წარმოება;

●       ინფორმაციის გადამუშავება;

●       ნახაზებთან, რუქებთან და სქემებთან მუშაობა;

●       სიგნალებისა და შეტყობინებების მიღება და გადაცემა;





●       გონებაში კარგად გამოთვლა;

●       ნიშნებთან და სიმბოლოებთან ოპერირება;

●       შეცდომების ძებნა და გამოსწორება.


გამოხატული შესაძლებლობები:


●         მათემატიკის ნიჭი;

●         აბსტრაქტული აზროვნების განვითარება;

●         ყურადღების კონცენტრირების მაღალი უნარი;

●         ურთიერთობებისკენ მიდრეკილება;

●         მოწესრიგებულობა და თავდაუზოგავი სიმტკიცე.








4. ადამიანი - შემოქმედება


ამ ტიპის პროფესიებს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას ხელოვნება ეწოდება.

შემოქმედებითობა გონებრივი, სულიერი და პრაქტიკული საქმიანობის შედეგია.

ამ ტიპის პროფესიები უკავშირდება:

●         შექმნას, პროექტირებას, შემოქმედებითი ნიმუშების მოდელირებას (მაგ.

მხატვარი, დალაქი,კომპოზიტორი)

●         წარმოსახვას, სხვადასხვა შემოქმედების ნიმუშების შექმნას (იუველირი,

ფლორისტი, მსახიობი, რესტავრატორი)

მიდრეკილებები:

●           გაფორმება;

●           ხელოვნების დარგებში ჩართვა (მხატვრობა, ქანდაკება, ფოტოგრაფია,

კინოხელოვნება);

●           შექმნა (ლექსი, პროზა და ა.შ.);

●           სცენაზე გამოსვლა;

●           ლამაზი ნივთების ხელით შექმნა;

●           სიმღერა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.





გამოხატული შესაძლებლობები:

●           ძლიერი წარმოსახვა;

●           ხატოვანი (ვიზუალური) აზროვნება;

●           შემოქმედებითი აზროვნება;

●           ფაქიზი გრძნობები;

●           სპეციფიური უნარები;

●       განვითარებული უნარები (სმენა, მხედველობა, მეტყველება, გემოვნება და ა.შ.)

5.  ადამიანი-ადამიანი

გულისხმობს მუდმივ მუშაობას ადამიანებთან და დაკავშირებულია შემდეგ

პროფესიებთან:

●      სამედიცინო მომსახურება (ექიმი, მედდა...);

●      სწავლება და აღზრდა (აღმზრდელი, ძიძა, ტრენერი, მასწავლებელი);

●      საყოფაცხოვრებო მომსახურება (გამყიდველი, გამცილებელი, მიმტანი);

●      სამართლებრივი დაცვა (იურისტი, პოლიციის ინსპექტორი).

მიდრეკილებები:

●         ადამიანების მომსახურება

●         მკურნალობა;

●         სწავლება;

●         აღზრდა;

●         უფლებების დაცვა და უსაფრთხოება;

●         ადამიანების მართვა;

●         ახალ ადამიანებთან მარტივი კომუნიკაციის დამყარება;

●         ყურადღებით მოსმენის უნარის ფლობა;

●         სახალხოდ საკუთარი თავის კარგად წარდგენის და საუბრის უნარი.

გამოხატული შესაძლებლობები:

●         განვითარებული კომუნიკაციური უნარები;

●         ემოციური სტაბილურობა;




●         ყურადღების სწრაფი გადატანის უნარი;

●         ემპათია;

●         დაკვირვება;

●         ორგანიზაციული უნარი.




Комментариев нет:

Отправить комментарий