პროფესიის არჩევის და პიროვნების ფსიქოლოგიურ თვისებათა თეორიების ერთიანობას ემყარება ამერიკელი ფსიქოლოგის ჯ. ჰოლანდის მიერ დამუშავებული პროფესიათა კლასიპიკაციის ცნობილი ვარიანტი (1966, 1968). ჰოლანდის მიხედვით ქცევის წარმატება მნიშვნელოვნად განისაზღვრება პიროვნების ფსიქოლოგიური თვისება - მახასიათებლებით, კერძოდ: მიდრეკილებებით, ღირებულებებით, ინტერესებით, განწყობებით და მოტივებით და მათი პროფესიასთან შესატყვისობით. ამიტომ ფსიქოლოგიურ თვისებათა მეცნიერულად დადგენილი ტიპების შესაბამისობა პროფესიის ტიპებთან და კატეგორიებთან, შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ კლასიფიკაციის, არამედ პროფესიულ დიაგნოსტირების კრიტერუმადაც.
ჯ. ჰოლანდი, გამომდინარე პროვნების მიდრეკილებების ძირითადი კომპონენტების - ღირეულებულებათა ორიენტაციის და ინტერესების ინდივიდუალური მახასიათებლებიდან, გამოყოფს პროფესიული ორიენტაციის ექვს ტიპს: 1. რეალისტურს (რეალ), 2. ინტელექტუალურს (ინტელ), 3. სოციალურს (სოც), 4. კონვენციონალურს (კონ.) – (საზოგადოებრივ ნორმებსა და ტრადიციებზე ორიენტიეულს), 5. ინიციატივიანს (ინც) და 6. მხატვრულს (მხატ). თითეული ტიპი ჰოლანდს დახასიათბული აქვს შემდეგი პარამეტრებით:
- ხასიათისა ნიშნებითა და ინტელექტის გარკვეული წყობით;
- ქცევის გარკვეული სახეობისადმი უნარით;
- საქმიანობის გარკვეული სახეობისადმი მიდრეკილებით:
- გატაცებების შინაარსებით;
- პროფესიული შესაძლებლობებით;
გარდა ამისა, კლასიფიკაციაში მითითებულია ტიპის პიროვნულ ნიშნებს, უნარების, მიდრეკილებების მიმართებები პროფესიული გარემოსა და უშუალოდ პროფესიებზე. საბოლოოდ, პიროვნების ტიპსა და პროფესიის ტიპს შორის მიმართება, ჰოლანდის მიხედვით ასეთია:
1. პიროვნული ტიპი - რეალისტური
პოროვნული თავისებურებები და უნარები: აქტივობა, აგრესიულობა, საქმიანობა, პრაქტიკული აზროვნება, რაციონალურობა, კარგი კოორდინირებულობა, სივრცითი წარმოსახვა, ტექნიკური უნარები;
მიდრეკილება და პრიორიტეტი: კონკრეტული რეზულტატზე, აწმყო მოვლენებსა და საგნებზე, მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე, საქმეზე, რომელიც საჭიროებს ტიზიკურ განვითარებისა და სიმარჯვეს, კომუნიკაციაზე ორიენტაციის უქონლობა;
პროფესიული გარემო: ტექნიკა, სოფლის მეურნეობა, სამხედრო საქმე, ისეთი კონკრეტული დავალებების გადაწყვეტა, რომელიც საჭიროებს მოძრაობას, მოტორულ უნარებს და ფიზიკურ ძალისხმევას. სოციალური ჩვევების ის მინიმუმი რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული მოცულობის ინფორმაციის მიღება - გადცემასთან;
პროფესიები: მექანიკოსი, ელექტრიკი, ინჟენერი, ფერმერი, აგრონომი, მებაღე, ავტოშემკეთბელი, მძღოლი და სხ.
2. პიროვნული ტიპი - ინტელექტუალური
პიროვნული თავისებურებები და უნარები: ანალიზური გონება; დამოუკიდებლობა და ორიგინალურობა მსჯელობაში; ენობრივი და მათემარიკური უნარების ჰარმონიული განვითარება; კრიტიკულ აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, ფანტაზიის უნარ - მიდრეკილება; ინტენსიური შინაგანი ცხოვრება, დაბალი ფიზიკური აქტივობა;
მიდრეკილება და პრიორიტეტი: იდეებზე; თეორიულ ღირებულებებზე; გონებრვი შრომაზე; აბსტრაქტული აზროვნების საჭიროების ინტელექტუალურ და შემოქმედებით ამოცანების გადაწყვეტა; ქცევებში კავშირ - ურთიერთობებზე ორიენტაციის უქონლობა; ურთიერთობის ინფორმაციული ხასიათი;
პროფესიული გარემო: მეცნერება; აბსტრაქტული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის საჭიროების ამოცანების გადაწყვეტა; ინტერპერსონალური ურიერთობების უმნიშვნელო როლი, თუმცა აუცილებელია რთული იდეების მიღება და გადაცემა;
პროფესიები: ფიზიკოსი, ასტრონომი, მოტანიკოსი, პროგრამისტი დ სხ.
3. პიროვნული ტიპი - სოციალური
პიროვნული თავისებურებები და უნარები: ადამიანებთან ურთიერთობის, ჰუმანურობისა და თანაგრძნობის უნარიანობა; აქტიურობა; გარემოსა დ საზოგადოების შეხედულებაზე დაოკიდებულობა; შეგუებადობა; პრობლემის გადაწყვეტა ემოციებზე და გრძნობებზე დაყრდნობით; ენებისადმი გადამეტებული უნარი;
მიდრეკილება და პრიორიტეტი: ადამიანები; ურთიერთობები; გარშემომყოფთან კონტაქტის დამყარება; სწავლებისა და აღზრდისადმი მიდრეკილება; ინტელქტუალური პრობლემბისაგან განრიდება;
პროფესიული გარემო: განათლება; ჯანდაცვა; სოცუზრუნველყოფა;მომსახყრება; სპორტი; სიტუაციები დაპრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მუდმივი პირადი ურთიერთობისა და დარწმუნების სჭიროების ადამინების ქცევებსა და პრობლემებში გარკვევის უნართან;
პროფესიები: ექიმი, პედაგოგი, სოციალური მუშაკი და სხ.
4. პიროვნული ტიპი - კონვენციონალური
პიროვნული თავისებურებები და უნარები: რიცხობრივი ინფორმაციის გადამუშავების უნარები; სტერეოტიტული მიდგომები პრობლემებისადმი; სხვაზე დამოკიდებული; კონსერვატული ხასიათი; დაქვემდებარეულობა; ჩვეულებების მიმდევარი; შემსრულებლობითი; მათემატიკური უნარის სიჭარბე;
მიდრეკილება და პრიორიტეტი: წესრიგი; საქმიანობის ზუსტი განრიგი; მუშაობა ინსტრუქციით, მიღებული ალგორითმებით; გაურკვეველი სიტუაციების, სოციალური აქტივობის და ფიზკური დაძაბულობის თავარიდება; ხელმძღვანელის პოზიციის გაზიარება.
პროფესიული გარემო: ეკონომიკა; აღრიცხვა; ბუღალტერია; საქმის წარმოება; სამუშაო, რომელიც მოითხოვს რუტინულ ინფორმაციისა და რიცხობრივ მონაცემების გადამუშავების უნარ - ჩვევებს.
პროფესიები: ბუღალტერი, ფინანსისტი, ეკონომისტი, კანცელარიის მოსამსახურე და სხ.
5. პიროვნული ტიპი - ინიციატივიანი
პიროვნული თავისებურებები და უნარები: ენერგიულობა;უმპულსურობა; ენტუზიაზმი; აგრესიულობა; რისკიანობა;ოპტიმიზმი; თვითდაჯერებულობა; ენებისადმი უნარის სიჭარბე; კარგ ორგანიზაციული თვისებები.
მიდრეკილება და პრიორიტეი: ლიდერობა; აღიარება; ხელმძღვანელობა; ძალაუფლება;პირადი სტატუსი; დიდი ჯაფისა და ბეჯთობის, მოტორული ჩვევვებისა და ყურადღების კონცენტრირების საჭიროების საქმიანობებისაგან თავის არიდება; ეკონომიკითა და პოლიტიკით დაინტერესებულობა.
პროფესიული გარემო: ბოლომდე გაურკვრვრლი საკითხების გადაწყვეტა; ტიპების წარმომადგენლებთან განსხვავებულ სიტუაციებში ურთიერთობა; საქმიანობა, რომელი საჭიროებს ადამიანების ქცევის მოტივებში გარკვევის უნარს; მჭერმეტყველების უნარი.
პროფესიები: ბიზნესმენი, მარკეტოლოგი, მენეჯერი, დირექტორი, განყოფილების გამგე, ჟურნალისტი, რეპორტიორი, დიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი და სხ.
6. პიროვნული ტიპი - მხატვრული
პიროვნული თავისებურებები და უნარები: წარმოსახვა და ინტუიცია; ემოციონალურად რთული შეხედულება ცხოვრებაზე; დამოუკიდებლობა; ორიგინალური და მოწნილი აზროვნება;კარგი მოტორული უნარები და აღქმები.
მიდრეკილება და პრიორიტეტი: ემოციები და გრძნობები; თვითგამოვლინება; სემოქმედებითი საქმიანობა;განრიდება საქმიაობისგნ, რომელიც საჭიროებს ფიზიკურ ძალას და რეგლამენტირებულ სამუშაო დროს; ტრადიციებისა და წესების მიმდევრობა;
პროფესიული გარემო: სახვითი ხელოვნება; მუსიკა; ლიტერატურა; მხატვრულ გემოვნებასთან და წარმოსახვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა;
პროფესიები: მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი, მსახიობი, რეჟისორი, გიზაინერი და სხ.
როგორც სპეციალისტების აღნიშნავენ (ე. ზეერი, ე. პ. ილინი და სხვ.) ვინაიდან ჰოლანდის პროფესიული ტიპები შესაბამის პროფესიულ გარემოზე, პროფესიათა კატეგორიებზე და კლასებზე არიან ორიენტირებულნი, ჩვენ შეგვიძლია, ამ შესაბამისობის საფუძველზე, ვიწინასწარმეტყველოთ პერსონალის შერჩევის ეფექტურობა, მისი პროფესიული ადაპტირებადობა. განსხვავებული პროფესიული ტიპის პროფგარემოსთან ადაპტაცია სქემატურად გამოხატულია ექვსკუთხედის საშუალებით, რომლის კუთხეები მიუთითებს პროფესიისა და გარემოს ტიპზე. ჰოლანდის მიხევით ადამიანისა და პროფესიული გარემოს თავსებადობა გამოიხატება შესაბამის კუთხეების შორის მანძილით: დაშორებულ კუთხეებზე განლაგებული პროფესიული ტიპები ნაკლებად თავსებადია (ე. ი. სუბიექტისათვის ნაკლებად მისაღებია, ადაპტირებადია), ვიდრე ახლომდებარე კუთხეებზე განლაგებული ტიპები. ასე მაგალითად, მხატვრულ ტიპი უფრო თავსებადია სოციალური და ინელექტუალური პროფგარემოსადმი, ვიდრე კონვენციალური. პირონების პროფესიულ ტიპსა და პრიფგარემოს შორის მიმართემა ასე გამოიხატება.
Комментариев нет:
Отправить комментарий